უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა. მას არც თავისი ხმის დელეგირება მოუხდენია ვინმეზე, რომ გადაწყვეტილება დაებლოკათ. შესაბამისად, დარჩენილმა 26-მა ქვეყანამ გადაწყვეტილება ეთხმად მიიღო.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული