მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს – აქტივისტი ჯამში 14 000-თაა დაჯარიმებული

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ ისევ დააჯარიმა. აქტივისტი დღეს პროცესზე ხალათითა და ჩუსტებით მივიდა იმის საილუსტრაციოდ, რომ უკვე იმდენად ხშირად აჯარიმებენ, სასამართლო დარბაზში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
მოსამართლემ დღეს ის 2 000 ლარით დააჯარიმა, ჯამში კი სიჭინავას 14 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.
სიჭინავა თითქმის ყოველდღიურად არღვევს “ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ და ე.წ. პრეზიდენტად დანიშნული ყაველაშვილის ხელმოწერილ რეპრესიულ კანონებს.
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ის რეგულარულად დადის ბალაკლავით და იყენებს პიროტექნიკას. აქტივისტი ამბობს, რომ ეს მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და რეჟიმის მართული მოსამართლეების მიერ, კოლოსალური ჯარიმების დაკისრება, ხელს ვერ შეუშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს