უკრაინის საკითხზე, ორბანი ისევ უარზეა – მოუწევს თუ არა ლოდინი კიევს

“წინაპირობა წინაპირობაა” – ორბანი ისევ უარზეა. ევროპული დიპლომატიის კულისებში დღეს ერთი თავის ტკივილი ჰქონდათ და მას ერქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ გუშინ უნგრეთს მანამდე დაბლოკილი 10 მილიარდიც კი განუბლოკა, ორბანი გადაწყვეტილების შეცვლას არ ჩქარობს.
ორბანის სტილი ევროპელების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუმცა 2-დღიანი შეხვედრები სწორედ იმ პათოსით დაიწყეს, რომ ამ დროის განმავლობაში მის გადარწმუნებას შეძლებენ. მით უმეტეს, რომ ეს პირველად არ ხდება. ევროკავშირის რეპუტაციის ხარჯზე, საკუთარი ინტერესების გამოვაჭრების პრაქტიკა ბევრი ლიდერისთვისაა მიუღებელი.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინის სრულ მზაობას სხვა ევროპელი ლიდერებიც ვერ ხედავენ, მათთვის ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ევროპულ საბჭოში დომინანტურია ის აზრი, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყება ახლა აუცილებელი გზავნილია,რომელიც ბრიუსელმა, კიევის გარდა, მოსკოვშიც უნდა გაუშვას.
თავისი სათქმელი ევროპელებს ზელენსკიმაც უთხრა, რომელიც გაერთიანების 27 ლიდერს დისტანციურად ჩაერთო და, უკრაინელი ხალხის სახელით, შეახსენა, რომ მათ ისტორიის თვალი უყურებთ.
კომპრომისის მოლოდინში, ევროპელი ლიდერები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს აგრძელებენ. სათქმელს ხვალ იტყვიან, როდესაც ნააზრევსა და ნამსჯელს საბოლოო სახე მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან