რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს

რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს
რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები.
„ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია.
სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები