Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან, მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება, თუმცა არ პასუხობს კითხვას, გადაუხვია თუ არა “ქართულმა ოცნებამ” ევროპულ გზას.