თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიტიკოსები და მოქალაქეები იმყოფებიან.
მათ გაშლილი აქვთ ბანერები – „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, „სოლიდარობა საჯარო მოხელეებს“, „სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
ისინი საჯარო მოხელეებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვერავინ გათელავს იმ ძალისხმევას, რომელიც მათ ამ ქვეყნისთვის გაიღეს და არ შეშინებისკენ და საქართველოს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ სერიოზული წნეხი მიმდინარეობს და სახელმწიფო უწყებებში დაწყებული რეორგანიზაციაც ამის მაჩვენებელია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ივანიშვილი და სისტემა, რომელიც შექმნა – ქვეყანაში რაც ხდება, ამას “ბეზპრიდელი” ჰქვია, სახელმწიფოს ნაცვლად, მივიღეთ წუმპე, ივანიშვილის კორპორაცია

ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ