უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ

უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ
უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რადგან მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე.
დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. მე დარწმუნებული ვარ, ამის გამო მათ ერთი სული აქვთ გასცენ სათანადო პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი პატრონების.
აქედანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის განწყობა, ქართველი ხალხის ინტერესები. ერთადერთი, ვისი განწყობა და ინტერესებიც აინტერესებთ, ეს არიან მათი უცხოელი პატრონები. სხვა ახსნა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო – რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

თეა წულუკიანი გახარიას – შს მინისტრი, რომელსაც ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს