ოპოზიციონერობა თავშესაფარია ხოლმე საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ – სასამართლოს მიერ აღიარებული, სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და „რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს შანსი, ქართულ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოს“.
„ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ამის არაერთი მაგალითია. ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრადაა გადაქცეული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასამართლოს მიერ აღიარებული, სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არანაირი შანსი, ქართულ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოს – საზოგადოება ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა კობახიძემ.
