კახა კალაძე – რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს

ჩვეულებრივი სისულელეა – რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, მ ჟურნალისტის კითხვას მერიის ზოგიერთი თანამშრომლის „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით.
როგორც კალაძე აღნიშნავს, თბილისის მერიის ზოგიერთი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მათი „ხელშეკრულების დამთავრება“ გახდა.
„ჩვეულებრივი სისულელეა. რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს. გიგა სოფრომაძესაც და მაგ ადამიანსაც [თაია მახარაშვილს] დაუმთავრდათ ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება. როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება, არ გჭირდება ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება, რომლებმაც მაგალითისთვის ხელი მოაწერეს იმ პეტიციას და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – მომავალ კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მცდელობა იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ – Deep State-ისთვის მიუღებელია მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლება