ირაკლი კობახიძე „ახალი თეატრის” მანიფესტზე: „კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, „ახალი თეატრის” გუშინდელი მანიფესტის შეფასების დროს დეზინფორმაციულ ნარატივს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს არის „კანვასის” რევოლუციის მცდელობა, რაც არ შედგება”.

„საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა. ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან სცადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ, საუბარია ე.წ. მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველა მცდელობა ჩავარდა.

ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის” რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის – „კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას”, – განაცხადა ირაკლი მ.

გუშინ, პროტესტის 57-ე დღეს ახალი თეატრის მსახიობებმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინეს. ორსაათიანი ღონისძიების შემდეგ მოქალაქეები, რომლებიც ვასო აბაშიძის თეატრთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც ყოველდღიურ პროტესტს შეუერთდნენ ახალი ს დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით.


„ქართულ ოცნებას” არაერთხელ გაუჟღერებია დეზინფორმაცია საქართველოში გარკვეული ძალების მიერ „რევოლუციის” მოწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, მათ შორის ახსენებდნენ ორგანიზაცია „კანვასს”. „კანვასის” შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 2 ოქტომბერს განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა „ხელისუფლების დამხობის პროცესში”.

მოგვიანებით, ორგანიზაციამ სუს-ის განცხადება ზეწოლად შეაფასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – მომავალ კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მცდელობა იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ – Deep State-ისთვის მიუღებელია მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლება