“ნაპოლიდან” გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს

“ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ დომენიკო ტედესკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, ფრანგმა სპეციალისტმა “ნაპოლიში” 2023 წელს ლუჩანო სპალეტი შეცვალა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია გარსიასთან ერთად, ტიერი ანრის ვარიანტსაც განიხილავდა.