სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მოსახლეობას აქვს ამნეზია – არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში.”
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ზურაბიშვილი ქართველი ამომრჩევლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს.
“არ ვიცი, გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როდესაც მისივე სიტყვებია “არა და არასდროს” დასმულ კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. “არა და არასდროს” ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ აპირებდა ამ პოზიციისთვის გადაეხედა. როდესაც ის ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია აქვს. მესამე ვარიანტია, მას არ ანაღვლებს საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება, მისი მანამდე გაკეთებული გამონათქვამი ვინმეს ნაკლებ ყურადღების ღირსად ჩაეთვალა და ახალა შეიძლება დროა მისთვის, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს,” – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ს შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ.”

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო