ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც სერბი პირველ სეტში 6:7 დამარცხდა, მან მარცხენა ფეხზე ბარძაყის ტრავმის გამო, მატჩიდან მოეხსნა.
შესაბამისად, ზვერევი ტურნირის ფინალში იასპარეზებს, სადაც იგი იანიკ სინერსა და ბენ შელტონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალი ესპანელი კარლოს ალკარასი 4-სეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა.