40-ზე მეტი სავაჭრო პროდუქტი, რომლის საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი ქვეყნისათვის მოგებიანი იქნებოდა – PMCG

PMCG კვლევითი ცენტრმა კვლევაში, რომელიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობას აფასებს, ის სავაჭრო პროდუქტები გააანალიზა, რომლებსაც საქართველოსა და ყაზახეთს შორის მოგებიან ფასად ექსპორტ-იმპორტის მაღალი პოტენციალი აქვთ.
კერძოდ, ანალიზის შედეგად გამოვლინდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტზე გადის, თუმცა მათზე მოთხოვნა მზარდია, ისევე როგორც პროდუქტები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ჯერ არ იცვლება.
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტისთვის მოგებიანი სავაჭრო პროდუქტები, რომლებზეც მოთხოვნა საქართველოში იზრდება
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტისთვის მოგებიანი ახალი სავაჭრო პროდუქტები, რომლებზეც მოთხოვნა საქართველოში იზრდება
“გასათვალისწინებელია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქტების ნაწილი მოითხოვს სპეციალურ ინფრასტრუქტურას ტრანსპორტირებისთვის (მაგ. გაზსადენი ბუნებრივი აირისთვის), რის გამოც, ზოგიერთი პროდუქტით ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის დაწყება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია. თუმცა მნიშვნელოვანია მათი სავაჭრო პოტენციალის აღიარება და შესაბამისი პროექტების განხილვის დაწყება”, – ნათქვამია კვლევის ანალიზში.
კვლევითი ცენტრი PMCG-ის ანგარიში “საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის ფასილიტაცია და საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი ცენტრალური აზიისთვის”, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით მომზადდა და, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მიზნად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ისახავდა.