ევროპა ლიგა. VII ტური: ოდიშარიას კარგი მატჩი და “რიგასის” ისტორიული გამარჯვება “აიაქსთან”

ევროპა ლიგის მეშვიდე ტურის დარჩენილი რვა მატჩი გაიმართა. „რიგასმა“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.7, flashscore 7.5, sofascore 7.2. ლუკა სილაგაძე სათადარიგო იყო. „რიგასი“ 5 ქულით 30-ე ადგილზეა, პლეი-ოფში ვერ გავა და ტურნირზე ბოლო შეხვედრას 31 იანვარს კიევში „დინამოსთან“ გამართავს.
რიგასი – აიაქსი 1:0
გოლი: მარხიევი (78)
სხვა მატჩების შედეგები:
აინტრახტი – ფერენცვაროში 2:0
ელფსბორგი – ნიცა 1:0
ლაციო – სოსიედადი 3:1
ლუდოგორეცი – მიდტიულანდი 0:2
მანჩესტერი – რეინჯერსი 2:1
პაოკი – სლავია 2:0
უნიონი – ბრაგა 2:1