ირაკლი -ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება

ირაკლი -ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, რაც მისასალმებელია, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება
მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება.
„მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შევქმნათ ახალი სისტემური არქიტექტურა და კომუნიკაცის ინსტიტუცია, “საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი” – ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი

ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით