ისრაელის თავდაცვის მინისტრი – „ჰამასის“ განადგურება მარტივი არაა, დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ გავიმარჯვებთ

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გაგრძელდება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა -ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა.
“ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი იმისთვის ააწყო, რომ ისრაელს ებრძოლოს, ააშენეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ, მათი განადგურება მარტივი არაა. ეს დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ”, – განაცხადა გალანტმა.
მან მადლობა გადაუხადა სალივანს აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ “შეერთებული შტატები და ისრაელი საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს იზიარებენ”.
„ამ ომში ჩვენ ასევე საერთო მიზნებს ვიზიარებთ”, – აღნიშნა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…