ნათია მეზვრიშვილი: იცით რის ნორმალიზებას ცდილობს რეჟიმი? რომ თუ დედას შვილს არ უკლავენ, უკანონოდ დატყვევებული ან ნაწამები დედის ტირილი დედის ტირილი არ არის

“იცით რის ნორმალიზებას ცდილობს რეჟიმი? რომ თუ დედას შვილს არ უკლავენ, უკანონოდ დატყვევებული ან ნაწამები დედის ტირილი დედის ტირილი არ არის. თუ პატიმარს ციხეში არ აწამებენ, მაგრამ დაკავებისას, მინი ვენში ან პოლიციაში აწამებენ, იმ წამებას წამება არ ჰქვია. და საერთოდ თუ არ კლავენ ან წამების კადრებს კასრებში არ ინახავენ ე.ი. ყველაფერი კარგადაა – დიფ სთეითი დავამარცხეთ, მშვიდობაა, თავისუფლად ვსუნთქავთ და ყველა ბედნიერია.
ხოდა ამდენი გაუბედურებული დედა, მშობელი, შვილი, მეუღლე გახვევიათ გარშემო და აბა ჰკითხეთ ამ ხალხს მათი ახლობლების უკანონო პატიმრობით და წამებით გამოწვეული უბედურება თუ იზომება და დარდება რამეს?
სინამდვილეში „ოცნება“ არის მოძალადე რეჟიმი, რომელთანაც უკვე მხოლოდ ტრაგედიები ასოცირდება; რომელიც მშვიდობას დაგპირდათ და ომი მოგიტანათ, თან ომი საკუთარი ხალხს გაუჩაღა.
ამას რაც მალე გავიაზრებთ, მით მალე დამარცხდება რეჟიმი,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)