პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის ინფორმაციით, სასტუმრო „შერატონს“ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს ასლები აქვს, თუმცა, ის მოთხოვნის მიუხედავად გახარიასთვის არ გადაუციათ

გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ამ კადრების ასლები აქვთ, რომელიც შეუძლიათ დღესვე გადმოგვცენ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად სასტუმრო “შერატონთან” საპროტესტო აქციას მართავს.
მისი თქმით, სასტუმრო “შერატონი” ს რეჟიმთან თანამშრომლობს.
„როგორც იცით მათ არ გადმოგვცეს კადრები, რისი მიღების უფლებაც გიორგი გახარიას ჰქონდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ამ კადრების ასლები აქვთ, რომელიც შეუძლიათ დღესვე გადმოგვცენ. რა თქმა უნდა ისინი ამას არ გვაძლევენ, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ ძალადობრივ რეჟიმთან, რომელსაც მართავს. აქ (სასტუმროში) ყოფნა არცერთი ადამიანისთვის არ არის უსაფრთხო”,- აცხადებს ვიკა ფილფანი.
სასტუმრო „შერატონთან“ სამართალდამცავებიც იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები სტიკერების გაკვრას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან