2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალმა ჯამში 108 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2023 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 275 კომპანია არის რეგისტრირებული.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ, მათ შორისაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგი და სხვა.
„კომერსანტის“ მიერ ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში 2023 წლის მონაცემების მიხედვით, შპს ბიდიო საქართველოა.
რეიტინგი reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება.