ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში “ჰამასის” 70-ზე მეტი წევრი დააკავეს

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში “ჰამასის” 70-ზე მეტი წევრი დააკავეს. უწყების სპიკერის თქმით, მებრძოლები ს შეიარაღებულ ძალებს იარაღთან ერთად ჩაბარდნენ, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საპასუხოდ, “ჰამასის” მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა, საავადმყოფოს ბლოკირებით, სამედიცინო პერსონალს ხელი შეუშალა, ეზრუნა 10 დაშავებულ ადამიანზე. შედეგად, ექიმების ყურადღების გარეშე დარჩენილი ორი პაციენტი გარდაიცვალა.
7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ისრაელი “ჰამასს” საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქიკურად დაავადებული პირი ბათუმში, პოლიციელებს მოულოდნელად თავს დაესხა. განიარაღებისა და დაკავების პროცესში მან სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა – შსს

აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებით, „იმედმა“ არ უნდა თქვას?!