„სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში ყველაზე მაღალი წილი დაიკავა“ – „თიბისი კაპიტალი“

სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა, ამის შესახებ „ კაპიტალის“ კვლევაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბერში, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურად 32%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ 426 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული უდიდესი მაჩვენებელია.
რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 31 ლარზეა შენარჩუნებული. ამავე დროს გართობის სექტორი თიბისი არხებით უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით შემცირდა.
„თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2024 წლის დეკემბერში 12%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 114 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა.
თიბისი ბანკის დეკემბრის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა.
ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო დანახარჯებმა გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
დანახარჯების დეკემბრის დინამიკის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა საწვავზე გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა და 51 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 62 ლარს გაუტოლდა.
პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპმა ფარმაციაზე 25% შეადგინა.
ჯანდაცვაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ 112 ლარი შეადგინა.
ტელეკომუნიკაციასა და ციფრულ სერვისებზე უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 11.72 ლარი შეადგინა.
სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. დეკემბერში საქონელსა და მომსახურებაზე ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილება 69%-სა და 31%-ს გაუტოლდა. საქონელზე გაწეულმა ხარჯებმა 2023 და 2024 წლების დეკემბრის თვის განმავლობაში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი შეადგინა.
რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 12% შეადგინა. სურსათზე დანახარჯების წილი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორიას ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, 28%-მდე გაიზარდა”, – ნათქვამია მიმოხილვაში.