ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!- ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები

ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!- ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები
„ხალხის ძალის“ წევრი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მორიგ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამჯერად საერთაშორისო მედიაში შემხვედრ პრობლემას ეხება.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “დიფ სთეითის” მოქმედების სქემა უცვლელია, ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები.
„ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაცია Julius Baer-ის ქმედებების შესახებ მაღალი ინფორმაციული ღირებულებიდან გამომდინარე პრეს-რელიზის ფორმატში უნდა განეთავსებინათ ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წაეღო ის სხვა მედია საშუალებებს.
თუმცა მედია პლატფორმამ უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა.
სარჩელის მომზადება მიმდინარე პროცესშია და მას პროცედურულად გარკვეული დრო სჭირდება. ის უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში.
აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი სამართლიან კითხვის ნიშნებს იწვევს.
ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!
Credit Suisse-თან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები.
“დიფ სთეითის” მოქმედების სქემა
უცვლელია, ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები.“-წერს Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება