ზაჰამ მიქაუტაძის “ლიონი” დატოვა და აშშ-ის მიაშურა

MLS-ის ბინადარმა “შარლოტმა” გვაუწყა, რომ “გალათასარაიდან” 32 წლის კოტ’დიუვარელი შემტევი ამა წლის ბოლომდე ინათხოვრა.
აფრიკელმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარით გიორგი მიქაუტაძის “ლიონში” გაატარა, სადაც ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
ინფორმაციისთვის, ზალა “გალათასარაის” წევრი 2023 წლის ზაფხულიდან გახლდათ, სადაც “კრისტალ პალასიდან” გადაბარგდა. მან სტამბოლური გუნდის ფორმა ჯამში 43 მატჩში მოირგო. მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მოდის.