თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
პროცესს ესწრება ბრალდებული კაცია. მან გასულ სხდომაზე საკუთარ საქმეზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკები “ჩაუდეს”.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე