“თარგმანში დაკარგულების” მომდევნო სერია სასამართლოში – რა (არ) დევს ელისაშვილის საქმეში?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ს პროცესი დასრულდა – კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის მომდევნო სხდომა მიმდინარე წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.
სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა პროკურატურა მისთვის აბსურდული მუხლით ბრალის წაყენებაში დაადანაშაულა და მედიასთან განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ფაქტია, რომ დღეს არ დამიჭირეს. სამ-წლიანი მუხლით არის ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრული. 6 თებერვალს იქნება მომდევნო სხდომა. აბსოლუტურად აბსურდული მუხლი მაქვს წარდგენილი პოლიტიკური დევნის. გიორგი გახარიას რომ 5 კაცი ურტყამდა, საქმე არ აღძრეს პოლიტიკური დევნით, მაგრამ მე რომ ვიღაც ქეციან, ოხერ ალი ბაბაევს შემოვცხე იმიტომ, რომ რამდენჯერმე შემაგინა, აღძრეს პოლიტიკური დევნით”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
სასამართლო პროცესის დასრულებამდე, სხდომის მიმდინარეობისას დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. ალეკო ელისაშვილის ადვოკატი ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და მოწმის სიიდან თარჯიმნის ამორიცხვას მოითხოვდა.
“მოწმე ალი ფაშაზედ ირინჩერის გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვას ხელს აწერს თარჯიმანი, მაგრამ საქმეში არ არის თარჯიმნის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რომ ის თარჯიმანია, ფლობს ენას. მოწმეთა სიიდან უნდა იქნას ამორიცხული ეს კონკრეტული პირი. უცხოელი არასწორად დაკითხული მოწმე თავადაც ამბობს, რომ მე არ ვიცი, ენა არ მესმოდა, რაზეც ჩხუბობდნენო”, – ამბობს დაცვის მხარეს.
მიუხედავად დაყენებული შუამდგომლობისა, მოსამართლე ნინო თარაშვილმა არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა და ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2024 წლის 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თარგმნა ოცნების ძლიერი მხარე არ არის, მოგეხსენებათ, ან პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად თარგმნა, ონების ძლიერი მხარეა? – ფაქტია, არა და არ ეშვება:
“თარგმანში დაკარგულების” მომდევნო სერია – ანტიკორუფციული ბიურო GRECO-ს ანგარიშზე
“თარგმნეთ და მოიტანეთ” – “თარგმანში დაკარგულების” მეორე სერია