„მოხარულები ვართ, რომ 2024 წელი რეკორდული მგზავრთნაკადის მაჩვენებლით დავასრულეთ. დიდმადლობას ვუხდით თითოეულ მგზავრს, ვინც Wizz Air-ი აირჩია გასულ წელს. ვამაყობთ, რომ ოპერაციულიმაჩვენებლები და მომხმარებელთა მხარდაჭერის სისტემა კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და ამმიმართულებებით დიდ ინვესტიციებს კვლავ განვახორციელებთ. საქართველო Wizz Air- ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წელს უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ქართველ მოგზაურებს და დავაკავშირებთ მათ კიდევ უფრო მეტ საინტერესო მიმართულებასთან.”, – აღნიშნა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ოლივია ჰარანგოზომ.
ცნობისთვის, Wizz Air-მა 2024 წელს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – თითქმის 63 მილიონმა მგზავრი გადაიყვანა, რაც ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მგზავრთნაკადის მაჩვენებელია.