სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ – გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ კითხვაზე

სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები.
„მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ, თავისუფალი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცული იყოს საქართველოში. ეს არის აღნიშნული სანქციების მიზანი. არ მსურს კომენტარის გაკეთება მომავალი სანქციების შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.