საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო

„დიფ სთეითის” ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ს წინაარმდეგ წარმოებული კამპანიის კომენტირებისას.
ქართველიშვილი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ” დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლები.
„როდესაც დასავლური დემოკრატიის „ახალ შუქურებში” – მოლდოვასა და ში, ყოველწლიურად იკრძალება ოპოზიციური სიტყვისა და აზრის გამოხატვის ძირითადი უფლებები, იკრძალება პარტიები, იხურება ტელევიზიები, მედიაში შეჰყავთ უმკაცრესი ცენზურა, ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე დიდი ხანია „გასაგებია”. გაუგებარი სხვა რამაა – ამ ყველაფერს „რუსულ” მიდგომას და ქცევის „რუსულ” სტანდარტებს რატომ არქმევენ.
იქნებ დროა ახალი და დამსახურებული სტიგმა შემოვიტანოთ – „შვეიცარიული, ან ზოგადად – ევროპული დემოკრატია”, როდესაც ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ” დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის” მესვეურები; როდესაც მორიგი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ახალი დავის გაშუქებასთან დაკავშირებით, კვლავ პრობლემები ექმნება ამ „დემოკრატიის” ეტალონად აღიარებული „დამოუკიდებელი” სახელმწიფოს „თავისუფალ” მედიას.
კვლავინდებურად „დიფ სთეითის” ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე. საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო. „დიფ სთეითის” მიერ ერთ დიდ მონათმფლობელურ პლანტაციად გადაქცეულ ევროპას კი კვლავ ჩვენი მისწრაფების მთავარ მიზნად აღქმას გვაიძულებენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა. ადგილი ჰქონდა არა კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას-ბრალდებულის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება