ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე და პოლიტიკური დევნაო; გახარია მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს საქმე, შაპიტოში ვარ – ელისაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ს სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ც ესწრება.
“რეჟიმი და მისი მსახური დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, გადასულია ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე, ვიღაცა გაუგებარი კაცია ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაო და გახარია პრემიერმინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს, ანუ, ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა. შაპიტოში ვარ მოსული” თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა