უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ/კნ-23“-ის ტიპის 4 რაკეტა და 92 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 27 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 3 დრონი ამ დრომდე ჰაერში რჩება.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, მიკოლაივის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.
ცნობისთვის, დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტის, ს ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, მათ შორის ორი თვის ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს