“უკეთესი იქნებოდა, “ზენიტს” ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა” – ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” ბრაზილიური “ბოტაფოგოს 24 წლის ფორვარდი ლუის ენრიკე 35 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნული საკმაოდ ძვირადღირებული გარიგების შესახებ რუსული Championat ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ზაზა ჯანაშიას ესაუბრა.
ჯანაშიამ ეს ტრანსფერი არ მოიწონა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, “ზენიტს” რუსი ან ქართველი ფეხბურთელი დაემატებინა.
“რატომ ხარჯავს “ზენიტი” 35 მილიონ ევროს ლუის ენრიკეზე? ელოდება თუ არა კლუბი ევროტურნირებზე დაბრუნებას? ვფიქრობ, რომ ეს უაზრო ტრანსფერია, რადგან ლუის ენრიკეს გარეშეც “ზენიტი” ძლიერი კლუბია.
სანქტ-პეტერბურგელებს შეეძლოთ ფეხბურთელი დანაც აეყვანათ, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. უკეთესი იქნებოდა,
კლუბში რომელიმე ქართველი ფეხბურთელი გადასულიყო და შემდეგ ის 35 მილიონად თავად გაეყიდათ”, – თქვა ჯანაშიამ.