ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: “რეალის” დამაჯერებელი გამარჯვება და “ბაიერნის” მარცხი “ფეიენოორდთან”

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტური ექვსი მატჩით დასრულდა.
„რეალმა“ სახლში 5:1 გაანადგურა „ზალცბურგი“ და ყველა ტურნირზე ბოლო 9 შეხვედრაში 8 გამარჯვება მოიპოვა – მხოლოდ „ბარსელონასთან“ წააგო.
„ბაიერნი“ სტუმრად 0:3 დამარცხდა „ფეიენოორდთან“ და 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად განიცადა სამი მარცხი, მათ შორის ორი დიდი ანგარიშით.
ორივე მილანურმა გუნდმა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა – „მილანმა“ „ჟირონას“ სძლია, „ინტერმა“ კი „სპარტას“. „როსენერიმ“ სტარტზე ორი წაგების შემდეგ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში იმარჯვა.
„არსენალმა“ ზაგრების „დინამო“ დაჯაბნა (3:0), ხოლო „სელტიკმა“ „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა.
რეალი – ზალცბურგი 5:1
გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 როდრიგო (34), 3:0 მბაპე (48), 4:0 ვინისიუსი (55), 5:0 ვინისიუსი (77), 5:1 ბიდსტრუპი (85)
სელტიკი – იანგ ბოიზი 1:0
გოლი: ბენიტო (86, საკ. კარში)
გაძევება: მაედა (89, სელტიკი)
გამოუყენებელი პენალტი: ენგელსი (41, სელტიკი)
მილანი – ჟირონა 1:0
გოლი: ლეაო (37)
სპარტა – ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (12)
არსენალი – დინამო (ზ) 3:0
გოლები: 1:0 რაისი (2), 2:0 ჰავერტცი (66), 3:0 ედეგორი (90+1)