ს პარლამენტი – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ერს – შეიზღუდოს კომუნიკაცია არალეგიტიმურ მთავრობასთან – მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრებს, დააწესონ სანქციები

ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში ს გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო ს შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი “ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ს ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური ს შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის…
ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის განცხადებაში ესტონეთის პარლამენტი უარს ამბობს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, რომლებიც გაყალბებისა და მოქალაქეების დაშინების გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას.
სანაცვლოდ, ესტონეთის პარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად მის ძალისხმევებს უჭერს მხარს.
ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრს ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესირებაში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოწოდებით გამოდის, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
განცხადება ესტონეთის პარლამენტის 49 წევრმა წარადგინა, მას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგ წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება