„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი, არამედ აუცილებელი იყო, ტრამპის გადაწყვეტილებასაც ეძახონ ახლა რუსული

„გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. მდინარაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ, ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო.
„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველივე გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო