ნიკა გვარამია: მზია არის წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა მ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი მოინახულა.
გვარამიას თქმით, მზია ამაღლობელი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
„პირველად შეხვდი მზიას ზოგადად და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ვერ დაგიმალავთ. გულწრფელად აღმაფრთოვანებელი ადამიანია. ამ ქალის ციხეში ყოფნა ისეთი ნონსენსია, რომ აღწერაც შეუძლებელია. მზია არის წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი. ერთმნიშვნელოვანი ამბავია ეს. ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ იქნება. ადამიანი, რომელსაც არ დაალევინეს წყალი საათების განმავლობაში [ირაკლი] დგებუაძის მითითებით. არ გაუშვეს საპირფარეშოში ამ სიტყვებით: „არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსას“. ბოდიში, ვიკითხე ეს შემეძლო მეთქვა თუ არა. არ მოიყვანეს ადვოკატი. ადამიანი არის ღიად და მკაფიოდ საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი, სინდისის პატიმარი. ვაპირებ ყველა მოვიარო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს ამბავი მოვყვე და მოვითხოვო მისი გათავისუფლება, მოვითხოვო ზეწოლა ხელისუფლებაზე. მზია უნდა გამოვიყვანოთ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის შიმშილობა რეგისტრირებულია საერთაშორისო სამართლებრივი წესებით.
„მზია შიმშილობს. მხოლოდ წყალს სვამს. ამაში ჩარევა რთულია. მეც ვუთხარი, იქნებ ჯობდა [შიმშილობის შეწყვეტა], მაგრამ მზიას პასუხი არის ცალსახა და მიმართვაც მისი კოლეგების მიმართ, რომ მისთვის ეს მოწოდებები ცოტა პრობლემატური და ტრავმულია. მან ითხოვა, ყველა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას. ესეც ერთ-ერთი აღმაფრთოვანებელი მომენტი იყო. ძალიან გამბედავი და სწორი ადამიანი გავიცანი. კარგი იქნებოდა, რომ სხვა ვითარებაში მომხდარიყო. მისი ხერხემალი მყარია — გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ის არის ნამდვილი მებრძოლი ჟურნალისტი და ყველა თავის კოლეგას და გულშემატკივარს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ჟურნალისტურ და სამოქალაქო ბრძოლას. კარგად არის, მხნედ არის და მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ვებრძვით ყველანი ერთად რეჟიმს“, — განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას აზრით, მიზეზი, რატომაც საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე არ ცნობს ამაღლობელს დაზარალებულად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში, ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობაც უნდა იქნას გამოკვლეული, რაც პატიმარს ახალგამოვლენილ გარემოების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის საფუძველს მისცემს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.