მამუკა მდინარაძე – გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა – ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება

ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო.
„ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო. დანარჩენი, დეტალები უნდა დაადგინოს გამოძიებამ მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიამ დაიწყო. ეს ხალხი კი ცდილობს, რომ ფაქტები აღქმებით გადაფაროს, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ჯერ არის ფაქტი, შემდეგ კი შესაბამისი აღქმა. როგორც ქალი და კაცია, ასეა ეს – არა 47 ათასი სქესი, არამედ ორი. ასეა – ჯერ არის ფაქტი. ფაქტიდან თუ აღქმა არ გამომდინარეობს, აღქმა მცდარია. თავისი ჭკუით, ეს მარტივი მოცემულობა ამოატრიალეს, მაგრამ ეს ვერ შეძლო ამის სათავეში მყოფმა ხალხმა და საქართველოში ვიღაცები რომ კნაოდნენ ამასთან დაკავშირებით, მითუმეტეს ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველი ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა დიმიტრი სამხარაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მდინარაძემ უპასუხა, რომ დიმიტრი სამხარაძე ჯერჯერობით პოლიციაში არ დაუბარებიათ.
„საგამოძიებო ორგანოებში ჯერ იკითხება ის ადამიანი, ვისაც დაზიანება მიადგა. როგორც ვიცით, გარკვეული დაზიანებები ჰქონდა გახარიას და ჯერ მას დაკითხავს, შემდეგ დიმიტრი სამხარაძეს – ეს ჩემი ვარაუდია. ეს ვარაუდი იქიდან გამომდინარეობს რომ ვიცი, დიმიტრი სამხარაძე ჯერჯერობით პოლიციაში დაბარებული არ ყოფილა. არის მოლოდინი, რომ ბუნებრივია, მას გახარიას დაკითხვის შემდგომ დაკითხავენ. ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებია“, – განაცახადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…