თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება

თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო--ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება
ს დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, რომ ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება.
„სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.
თორნტონმა ს შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა: „მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, ასევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია

დღეს თუ მართალია ადამიანი მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს – თუ უდანაშაულო ხარ არავინ დაგაბრალებს დანაშაულს, შესაბამისად ამას აღარ სჭირდება, არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები