საინტერესოა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლაურა თორტონის ტვიტერზე გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ის დონალდ ტრამპს კრიმინალს და გამაუპატიურებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველებისგან ტრამპის ქება მას „ყურს ჭრის“.
ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თორტონის სტიპენდიატია ც, რომელიც კაპიტოლიუმის დერეფნებში დონალდ ტრამპს ფოტოს გადასაღებად ეძებდა.
წერს, რომ ქართველი რადიკალები დიდი განსაცდელის წინაშე არიან და საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ – გაემიჯნებიან თუ არა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელს.
„თორნტონმა დაწერა – „ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია“ და ქართველი მეგობრებისგან მისი ზედმეტი ქება „ყურს ჭრის“.
არადა, ამის სტიპენდიატი ზურაბიშვილი ბეცივით დაბორიალობდა კაპიტოლიუმის დერეფნებში ტრამპისთვის ფოტოს გადასაღებად.
ამისვე „დემოკრატიული ხაზის“ გამტარია ჯო უილსონი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა ქართველი ექსტრემისტების მიმართ.
ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია.
აბა, ახლა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!
მოკლედ, დიდი განსაცდელი უდგათ ლიბერ-ფაშისტებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია

ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ