საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 000 ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათის დროს. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში გუშინ იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა. ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულიანტები არიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ, მოიტანეთ, ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ.
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაში არსებულ საცობებზე. გუშინ 13 დეკემბერს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმაც, ვიქტორ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქუჩების პარალიზების მიზეზი ავტომობილთა სიმრავლესთან ერთად მცირე, “თითქოს უმტკივნეულო” ავტოსაგზაო შემთხვევებია.