უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, აზრი არ აქვს რუსი სამართალდამცავების ქმედებებში რაიმე ლოგიკის ძიებას – ასე გამოეხმაურა იუსოვი რუსული შსს-ს მიერ, კირილ ბუდანოვის ძებნილთა სიაში შეყვანას:
„ბუდანოვს რუსეთის ასეთი იდიოტური გადაწყვეტილებების მთელი კოლექცია აქვს. ეს არის დაზვერვის და პირადად ბუდანოვის ეფექტური მუშაობის კიდევ ერთი მაჩვენებელი. მთავარი გადაწყვეტილება წინ არის – საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილება რუსი სამხედრო დამნაშავეების ქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა იუსოვმა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა. მისი მონაცემები რუსეთის შსს-ს მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა.
მიზეზები არ სახელდება, თუმცა ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბუდანოვს “ტერორისტული აქტების ჩადენისთვის”. 2023 წლის აპრილში რუსეთში ბუდანოვს დაუსწრებლად პატიმრობაც მიუსაჯეს