2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო
2024 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 321.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 274.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, 250.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა