საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) აქვეყნებს კვლევას, რომელიც აფხაზეთში 1917-21 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ მითებს ეხება.
სტატიაში, რომელზეც მუშაობდნენ ირაკლი ხვადაგინი, დავით ხვადაგინი, ბადრი ოყუჯავა, გიორგი კანდელაკი და რუსიკო კობახიძე, განხილულია აფხაზეთში არსებული ვითარება 1917 წლიდან 1921 წლამდე პოლიტიკური, სამხედრო და საერთაშორისო-სამართლებრივი მიმართულებით. კვლევაში გამოყოფილია სამი ძირითადი მითი:
· 1921 წლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აფხაზი ბოლშევიკების ბრძოლა ამავე დროს წარმოადგენდა აფხაზი ხალხის განმანთავისუფლებელ ბრძოლას საქართველოს მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ და დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ამგვარად უნდა იქნას განხილული. ამ ბრძოლის ლიდერი ნესტორ ლაკობა კი თანამედროვე აფხაზური სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამაა. ამავე კონტექსტში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი სწორედ ეს ბრძოლაა და დაყოფის მთავარი ხაზიც – ეთნიკურ მდგენელზე გადის.
· აფხაზეთში „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება” აფხაზი ხალხის საქართველოს მხრიდან ჩაგვრისგან გათავისუფლების კონტექსტში უდავოდ დადებითი მოვლენაა რომელიც „სახალხო აჯანყების“ გზით მოხდა. ამავე ნარატივით, წითელი არმია ამ პროცესში ერთგვარ დამხმარე, არაგადამწყვეტ როლს თამაშობს.
· აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ აფხაზეთთან მიმართებით საბჭოთა კავშირის ლიდერების, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას გადადგმული ნაბიჯები (კერძოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის დაკნინება და ლავრენტი ბერიას მიერ ნესტორ ლაკობას სავარაუდო მკვლელობა) წარმოადგენს ქართული შოვინიზმის გამოვლინებას და მათზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოა. იმავე კონტექსტში განიხილება მტკიცება, რომ ბერიამ 1930-იან წლებში დასავლეთ საქართველოდან აფხაზეთში ჩაასახლა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც აფხაზეთის ასსრ ეთნიკურ ბალანსზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. შესაბამისად, 1993 წელს აფხაზეთიდან ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა ამ ისტორიული უსამართლობის გამოსწორებაა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აფხაზეთში ყოფნა კი იმისთვისაა საჭირო, რომ საქართველომ ისტორიული მზაკვრობა არ გაიმეოროს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკა 1990-ანებში, ისევე როგორც დღეს, სწორედ ამ ნარატივებს ეყრდნობოდა.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევამ ნარატივებს დაუპირისპირა შემდეგი თეზისები:
პირველი თეზისი