ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელს ვერ დააშინებენ, ის ძალიან ძლიერია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ ს აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა.
„[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ ადმინისტრაციულ სახდელს. ეს არის დანარჩენი მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ისინი ვერ შეძლებენ [მზია ამაღლობელის დაშინებას]. ის ძალიან ძლიერია. მაგრამ ეს არის სხვების დაშინების მცდელობა. იგივეა ამ ცნობილ მსახიობზეც [ანდრო ჭიჭინაძეზე]. საზოგადოებას ეუბნებიან — თუ ჩვენ შეგვიძლია მასთან მიმართებაში ასე მოქცევა და 9 წლის პასუხისმგებლობის წინაშე დაყენება, ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება იგივე დაემართოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი დაშინება ქართულ საზოგადოებაზე არ მუშაობს.