„იძებნება გმირი პოლიციელი“ – საკონსტიტუციო სასამართლოზე ამ შინაარსის სტიკერები გააკრეს

“იძებნება გმირი პოლიციელი” – ამ შინაარსის სტიკერები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე, პრო ევროპული აქციის მონაწილეებმა დატოვეს.
მათი თქმით, „ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი“.
“იმდენად, დაკარგა სახე და თავისი ფუნქცია სამართალდამცავმა სისტემამ, რომ საზოგადოება ვერ ხვდება ვის მიმართოს, როცა უჭირს. თავად პოლიციელი ხდება დამნაშავე და თავდამსხმელი იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების უფლებებს იცავდეს, შესაბამისად, იძებნება გმირი პოლიციელი, სამართალდამცავი როგორც პოლიციელი აღარ არის, იქცა სამართალდამრღვევად, ძალოვანი უწყება გადაიქცა ძაღლოვან სტრუქტურად”, – აცხადებს აქციის მონაწილე თამარ კურატიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი