„ბათუმში, მხოლოდ დეკემბერში 1426 ბინა გაიყიდა“ – როგორ შეიცვალა ახალაშენებული და ძველი ბინების ფასები?

ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,114 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით, კვ.მ.-ზე 985 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 15,034 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 778 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
„2024 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა. 2024 წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა“, – ნათქვამია კვლევაში.