ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1500-ზე მეტი თავისი მხარდამჭერი შეიწყალა. მათ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობისას განსხვავებული დანაშაულები ედებოდათ ბრალად. მათ შორის პოლიციელების შეურაცხყოფა. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება პირველივე დღეს გამოიყენა. ეს იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოძიება იყო.
მათ შორის, ვინც ციხიდან უნდა გათავისუფლდეს არიან ისინიც, ვინც უსაფრთხოების თუ ჟურნალისტების კამერებმა სამართალდამცავებზე ძალადობრივი თავდასხმების ჩადენისას დააფიქსირა. კანონმდებლები მაშინ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ჯო ბაიდენის გამარჯვების დასამტკიცებლად შეიკრიბნენ. ციხიდან გათავისუფლდებიან “ფიცის მცველთა” და “ამაყი ბიჭების” ლიდერებიც, რომლებიც შეთქმულების თეორების მომხრე ექსტრემისტული ჯგუფების ლიდერთა წინააღმდეგ, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საქმეებად მიიჩნეოდა.
დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურატურას ასევე დაავალა 450-მდე იმ საქმის შეწყვეტაც, რომელზეც განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ,
დონალდ ტრამპი ამ შეწყალებების თაობაზე წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრს საუბრობდა. 6 იანვრის თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ამბობდა, რომ არ აპირებდა განურჩევლად ყველას შეწყალებას და აპირებდა, რომ 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით გასამართლებული პირების საქმეები სათითაოდ განეხილა. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ამბობდა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები, “ცხადია” არ უნდა შეიწყალონ.
დონალდ ტრამპი გასამართლებულებს “პატრიოტებად” და “მძევლებად” მოიხდენიებდა და ამბობდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მათ უსამართლოდ მოექცა, ისევე, როგორც თავად მას, როცა მის წინააღმდეგ “პოლიტიკურად მოტივირებული” საქმეები წამოიწყო. დონალდ ტრამპის შეფასებით, ეს შეწყალება “უდიდეს ეროვნულ უსამართლობას” დაასრულებს და ეროვნული შერიგების დამყარებას შეუწყობს ხელს.