პუტინმა სი ძინფინგს უთხრა, რომ უკრაინასთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს

21 იანვარს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის შეხვედრა ვიდეო ფორმატში შედგა.

რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ს ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს “უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია და ურთიერთობები -სთან ახალი პრეზიდენტის მოვლის გათვალისწინებით”.

სამთავრობო მედიის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, ისრაელსა და ჰამასს შორის შემდგარ შეთანხმებას და სირიის ვითარებას. გარდა ამისა, ქვეყნის ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс-ის ცნობით, პუტინმა სი ძინფინგთან საუბრისას აღნიშნა, რომ “უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზანი არ უნდა იყოს მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ რუსეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება”.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა პუტინსა და სი ძინფინგს შორის ვიდეოკავშირის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან უსაუბრა.

“რაც შეეხება უკრაინის საკითხის დარეგულირებას, როგორც პრეზიდენტმა ბოლო დღეებში აღნიშნა და დღესაც გაიმეორა, დარეგულირების მიზანი არ უნდა იყოს რაიმე მოკლევადიანი შეთანხმება ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ემყარება ჩვენი [რუსეთის] ობიექტური ინტერესების პატივისცემას” – თქვა უშაკოვმა.

რუსული მედიების ცნობით, საუბარი “მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა” და 1 საათისა და 35 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

РИА Новости-ს ცნობით, პუტინმა ჩინეთისგან იაპონიაზე გამარჯვების და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მოწვევა მიიღო. რუსეთმა, თავის მხრივ, ასევე მიიწვია სი ძინფინგი მეორე მსოლიო ომის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე.