„ვინ არის ტიტე აროშიძე? ახლავე, ბატონო“ – ირაკლი კუპრაძე

ბსუ-ს რექტორად ტიტე აროშიძის არჩევას ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე:
„ვინ აირჩიეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად?! – ტიტე აროშიძე.
ვინ არის ტიტე აროშიძე? 60 წლის სტუდენტები რომ მიიყვანეს მხარდასაჭერად?! ახლავე, ბატონო.
ტიტე აროშიძე, 2012 წელს, როცა მე პირველკურსელი სტუდენტი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებზე ვიდექი, მაშინ იყო ნაციონალური მოძრაობის უბნის საარჩევნო კოორდინატორი. ბათუმში, ხიმშიაშვილის უბანში.
ყველაზე გაუგებარ დროს, 2008 წელს შეუერთდა NGO სექტორიდან ნაცმოძრაობას და დაიწყო ჩინოვნიკობა.
ნაცების დროს იყო ხიმშიაშვილის უბნის გამგებელი.
როცა ხელისუფლება შეიცვალა მალევე გადაპორტირდა ქოცებში.
მერე იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მერე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
რომ ვამბობ ქოცები ყველაზე დაბალი დონის ნაცებით შეკოწიწებული ბანდაათქო არ გჯერათ“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას