ბაჩო ქაჯაია – ის, რასაც შსს მედავება, მისი მტკიცებულება არ არსებობს – ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ

ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, – ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, ვიდეო მტკიცებულებაში მისი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ფაქტი არ იკვეთება.
ქაჯაიას თქმით, ის დაელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს.
მტკიცებულებაში იყო ორი ვიდეო, ერთი საერთო და ერთი, რომელშიც იდენტიფიცირება ხდება, ანუ მთლად ისე არ არის, რომ ვერ ხერხდება ჩემი იდენტიფიცირება, უბრალოდ იქ დროში იყო აცდენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბევრი ხალხი ვართ და მე ვდგავარ ამ ხალხში.
ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ დღეს არ გამოგვიცხადა გადაწყვეტილება.
დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს და შემდგომ გავაკეთებ შეფასებას”, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე